გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ყველა უცხოელი აგენტი ბურჭულაძის მიერ გამოცხადებულ დამხობის აქციას შეუერთდა და 5 წუთში გაყიდეს, „ნაცი" არის გემბანიდან გაპარული ვირთხა

6-10-2025

ყველა უცხოელი აგენტი ბურჭულაძის მიერ გამოცხადებულ დამხობის აქციას შეუერთდა და 5 წუთში გაყიდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში" განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის „ნაცის" სახე და „ნაცი" არის გემბანიდან გაპარული ვირთხა.


„5 წუთში უღალატა ყველამ. მთელმა „სანაცეთმა", ყველა უცხოელი აგენტი ბურჭულაძის მიერ გამოცხადებულ დამხობის აქციას შეუერთდა და 5 წუთში გაყიდეს, მამლის ყივილსაც არ დაელოდნენ, არც ერთს და არც სამს, ისე გაყიდეს 5 წუთში, ვირთხებივით. ეს არის „ნაცის" სახე. „ნაცი" არის გემბანიდან გაპარული ვირთხა. სალომე ზურაბიშვილით დაწყებული, ვახუშტი მენაბდით დამთავრებული, ლევან სანიკიძე და თინა ბოკუჩავა, ყველა ერთია აბსოლუტურად. სად დაიმალა ხოშტარია, უერთდებოდა. არც განცხადებები, არც არაფერი. უცბათ ყველა გაემიჯნა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031