გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კირცხალია: დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ვიდრე ევროპა „დიფ სთეითის“ გავლენისგან არ გათავისუფლდება, პარალელურად კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ „დიფ სთეითის“ გავლენა არ გავრცელდეს საქართველოზე

7-10-2025

იქიდან გამომდინარე, რომ ადრე თუ გვიან ევროპაში „დიფ სთეითის“ გავლენა შესუსტდება, რისი ნიშნებიც მთელ რიგ ქვეყნებში და მათ მოსახლეობაში ნელ-ნელა იკვეთება, ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რამეთუ მიგვაჩნია, რომ დღეს არსებული ვითარება დროებითია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე, რომელზეც განმარტა, საზოგადოების მოთხოვნის მიუხედავად, რატომ იკავებს ხელისუფლება, ამა თუ იმ ელჩის არადიპლომატიური ქმედების მიუხედავად, მათი გაძევებისგან თავს.


როგორც კირცხალიამ აღნიშნა, ელჩების და ევრობიუროკრატების განცხადებებმა და ქმედებებმა ქვეყნებთან პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების დაძაბვა არ უნდა გამოიწვიოს, შესაბამისად, საქართველო კვლავ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმშია, სანამ ევროპა „დიფ სთეითის“ გავლენისგან არ გათავისუფლდება.


„არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ელჩების, თუ ევრობიუროკრატების განცხადებებმა და ქმედებებმა ევროკავშირთან და ევროპის ქვეყნებთან პარტნიორული, მეგობრული ურთიერთობების დაძაბოს.


უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ვიდრე ევროპა „დიფ სთეითის“ გავლენისგან არ გათავისუფლდება. პარალელურად კი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ „დიფ სთეითის“ გავლენა არ გავრცელდეს საქართველოზე, რადგან უკვე კარგად ვიცით, რა შედეგი მოაქვს ამას ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის.


მიგვაჩნია, რომ სწორედ ამგვარი დამოკიდებულებით მივაღწევთ იმ შედეგს, რისთვისაც ვიღწვით,“ - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031