გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკონომიკის სამინისტროში 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას 70 შერჩეული კანდიდატი გაივლის

7-10-2025

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის შესარჩევი კონკურსი დასრულდა. უფლებამოსილმა კომისიებმა 70 კანდიდატი შეარჩიეს, რომლებიც სტაჟირებას სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში შემავალ უწყებებში გაივლიან.


3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის მონაწილეთა შერჩევა კონკურსის გზით მოხდა - შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი სტაჟირების მსურველი ახალგაზრდების აკადემიური მოსწრების (GPA) მაჩვენებელი და ქულათა სისტემა იყო. სამინისტროში გასაუბრებისას უპირატესობა უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს მიენიჭათ.


სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, სრულად ჩაერთონ სამინისტროს და მისი ქვეუწყებების საქმიანობაში, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და დეტალურად გაეცნონ საჯარო უწყებების მუშაობის სპეციფიკას, რაც მათთვის მნიშვნელოვანი პროფესიული პრაქტიკა იქნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031