გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კირცხალია ოპოზიციური პარტიების მიერ დამხობის გეგმისგან დისტანცირებაზე: ვერ გაემიჯნება ვერავინ, იმიტომ რომ, მათ სრულიად გააზრებულად, გაცნობიერებულად, მიიღეს მონაწილეობა გამოცხადებულ დამხობის სცენარში

7-10-2025

ვერ გაემიჯნება ვერავინ, იმიტომ რომ მათ სრულიად გააზრებულად, გაცნობიერებულად მიიღეს მონაწილეობა გამოცხადებულ დამხობის სცენარში,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ, ოპოზიციური პარტიების მიერ 4 ოქტომბრის დამხობის სცენართან დაკავშირებით დისტანცირებაზე.


ირაკლი კირცხალიას განცხადებით ოპოზიციური პარტიების მიერ 4 ოქტომბერს და წინა პერიოდში განხორციელებულ ქმედებებს და დაანონსებულ რევოლუციას დამხობის გეგმაში მონაწილეობის მიღება ჰქვია.


„ამას ჰქვია წინასწარ დაანონსებულ რევოლუციურ სცენარში, დამხობის გეგმაში მონაწილეობის მიღება. ჩვენ ვნახეთ ერთი ე.წ. პოლიტიკური პარტია, რომელიც გაემიჯნა წინასწარ ამ პროცესებს თუ არ ვცდები გახარიას განაყოფი კოლექტიური „ნაცმოძრაობიდან“.


დანარჩენი, ვინც ბოლო დღეების მანძილზე, ამ წინა პერიოდში, ღიად, პირდაპირ ეთერში უბრალოდ მათ უტიფრობას საზღვარი არ აქვს. იმიტომ რომ უბრალოდ საზოგადოებას აყენებენ შეურაცხყოფას და ჰგონიათ, რომ ერთდღიანი, ორდღიანი და რამდენიმე საათიანი მეხსიერება აქვს ქართულ საზოგადოებას.


ვერ გაემიჯნება ვერავინ, იმიტომ რომ მათ სრულიად გააზრებულად, გაცნობიერებულად მიიღეს მონაწილეობა გამოცხადებულ დამხობის სცენარში. ეს არის რეალობა და ჩვენ მათ ვაფრთხილებდით, რომ ნებისმიერი კანონდამრღვევი და ნებისმიერი კანონდარღვევას მიეცემოდა ძალიან მკაცრი სამართლებრივი რეაგირება“,- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031