გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი სამხარაძე ბიძინა ივანიშვილის შესახებ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის განცხადებაზე: ეკლესიის გაძლიერება დავიწყეთ ბატონი ბიძინას დავალებით და ეს, ანაფორაში გამოპარჭყული „ნაცი“, ამ ყველაფერს აიგნორებს და ხალხს ატყუებს

7-10-2025

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ვიდეოდან ფრაგმენტს აზიარებს, სადაც არქიმანდრიტი ხელისუფლებაზე და ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს და ამბობს, რომ რაც ამ მთავრობამ ეკლესიას და კონკრეტულად პატრიარქს გაუკეთა, არც ერთს გაუკეთებია და მისი თქმით, ეს ყველაფერი დაიწყო, როცა ბიძინა ივანიშვილმა თქვა: „პატრიარქსაც ეშლება“.


დიმიტრი სამხარაძე აღნიშნავს, რომ არქიმანდრიტი ამ სიტყვებს ამბობს სამების ამშენებელზე, ერისკაცზე, რომელმაც უცხოელებზე გაყიდული, ასობით ხატი და სიწმინდე დაუბრუნა საქართველოს. მისივე განცხადებით, ის ხალხს ატყუებს.


„ეს ჰომოსექსუალების პარტიელი, ამ სიტყვებს, სამების ამშენებელზე ამბობს! ერისკაცზე, რომელმაც ასობით ეკლესია ააშენა! ასობით ტაძარი და ციხესიმაგრეები აღადგინა! ამისნაირი ფარისევლების მიერ უცხოელებზე გაყიდული, ასობით ხატი და სიწმინდე დაუბრუნა საქართველოს! კანონი მიიღო მისმა გუნდმა, რომ ლგბტ პროპაგანდა აიკრძალა ქვეყანაში! ეკლესიის გაძლიერება დავიწყეთ ბატონი ბიძინას დავალებით და ეს, ანაფორაში გამოპარჭყული „ნაცი“, მინიმუმ აქ რაც ჩამოვთვალე აიგნორებს და ხალხს ატყუებს! პეტრე 2-ია ეს გოთვერანი“, - წერს სამხარაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031