გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: დაკავებულთა რაოდენობა გაიზრდება

8-10-2025

ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა, რომ გვაქვს იდენტიფიცირების ბევრად უფრო ფართო შესაძლებლობები, შესაბამისად, დაკავებულთა რაოდენობა ლოგიკურად გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში მოხერხდა მხოლოდ მოძალადეების 3%-ის იდენტიფიცირება, მაშინ, როდესაც ძალადობრივი პროცესები 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.


„ახლა ბევრად მაღალია მაჩვენებელი და ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ბევრად მეტი მოძალადის იდენტიფიცირება არის განხორციელებული, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეს მნიშვნელოვანია პრევენციისთვის. არიან უსინდისო მოძალადეები, რომელთა ადგილიც არის იქ, სადაც უნდა იყოს, შესაბამისად, ყველა მიმართულებით ბოლომდე მივიყვანთ გამოძიებას", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930