გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი ანკარაში აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

8-10-2025

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. წელს აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალს თურქეთის დედაქალაქი ანკარა მასპინძლობს.


როგორც თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებსა და თანამშრომლობის განვითარების გეგმებს სამმხრივ ფორმატში განიხილავენ.


საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან - იაშარ გიულერთან და გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან - ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.


სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრები ერთობლივ დეკლარაციას მოაწერენ ხელს და განცხადებებს გააკეთებენ.


თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალი აზერბაიჯანში, თურქეთსა და საქართველოში როტაციის პრინციპით, ყოველწლიურად იმართება. თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს მომავალ წელს აზერბაიჯანი უმასპინძლებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031