გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საპატრულო პოლიციამ აჭარაში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

9-10-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს აჭარის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1994 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მ.ა. სასაზღვრო გამტარ პუნქტის „ბათუმის ნავსადგური“ ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როცა ის სატვირთო ავტომანქანის მისაბმელით ფარულად, უკანონოდ, სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, ცდილობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ შსს-ში. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930