გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოზურგეთში 4 კილომეტრამდე სიგრძის სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

9-10-2025

შპს „საქართველოს მელიორაცია“ოზურგეთის მუნიციპალიტეტში,მერეკგძელა-კაპროვანის დამშრობ მასივზე სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებებს ატარებს.


სოფელ ნატანებშიმაგისტრალური და შემკრები არხების, ჯამში, 4 კილომეტრამდე  მონაკვეთის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.


ჩატარებული სამუშაოები კოლექტორებში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რის შედეგადაც 30 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება.აღნიშნული ხელს შეუწყობს ადგილობრივადსასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსავლიანობის ზრდასადა მიწის რესურსების ეფექტიან გამოყენებას.


„საქართველოს მელიორაცია“ სისტემატურად ახორციელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით, რაც მიზნად ისახავს როგორც სარწყავი, ასევე, სადრენაჟე ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას და სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031