გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" პანელურ დისკუსიებზე სიტყვით წარსდგება

10-10-2025

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი 22-23 ოქტომბერს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში პანელურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.


მინისტრი „შუა დერეფნის" სტრატეგიულ მნიშვნელობასა და მის ეკონომიკურ გავლენაზე ისაუბრებს, ფოკუსი კი ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებაზე გაკეთდება. მარიამ ქვრივიშვილი ასევე ყურადღებას გაამახვილებს ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკაზე.


„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს", რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პატრონაჟით ჩატარდება, 2000-მდე დელეგატი დაესწრება. მათ შორის, სახელმწიფოების მეთაურები, პრემიერ-მინისტრები, ვიცე-პრემიერები, აღმასრულებელი დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები და მედიის წარმომადგენლები. ათწლიანი ისტორიის მანძილზე პირველად საქართველო თბილისის ფინანსურ სამიტს სინგაპურში დაფუძნებულ ორგანიზაციასთან - Global Finance and Technology Network (GFTN), ერთად უმასპინძლებს.


„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" პირველად 2015 წელს ჩატარდა და უკვე ათ წელზე მეტია წამყვან საერთაშორისო ღონისძიებად იქცა, რომელიც ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული კავშირების სტრატეგიულ დისკუსიებს უწყობს ხელს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031