გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გრძელიშვილი: მზია ამაღლობელის პატრონებმა სილა გააწნეს სახელმწიფოს, რათა ფეხქვეშ გაეთელათ სახელმწიფოს არსი, საპასუხოდ კი მიიღეს კანონის განუხრელად აღსრულება

10-10-2025

„ამაღლობელმა, ყოველგვარი ემოციებისგან დაცლილმა, მიზანმიმართულად, მისგან ფიზიკურად უკვე მოცილებული პოლიციელი ფიზიკური ძალის გამოყენებით მოაბრუნა და სახეში სილა გააწნა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გრძელიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


გრძელიშვილის განცხადებით, მზია ამაღლობელის ხელით მისმა პატრონებმა „სილა გააწნეს სახელმწიფოს“, რითაც სცადეს ქართული სახელმწიფოს არსის ფეხქვეშ გათელვა.


„ამაღლობელის პატრონებისთვის ეს იყო სილა, რომელიც იმ მომენტში გააწნეს სახელმწიფოს, რადგან ფეხქვეშ გაეთელათ სახელმწიფოს არსი. საპასუხოდ კი მიიღეს კანონის განუხრელად აღსრულება. ამაღლობელის გმირად გამოცხადება არ მხოლოდ მისი წახალისებაა, არამედ სიგნალია აგენტებისთვის, რომ გმირების რიგებში ჩაეწერება ყველა, ვინც განუხრელად შეასრულებს „დიფ სთეითის“ დავალებებს”, - განაცხადა გიორგი გრძელიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31