გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დალის მთის წყალსაცავის კაშხლის წყალსაგდები და საირიგაციო წყალგამშვები კოშკების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

10-10-2025

„საქართველოს მელიორაცია“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს.


პროექტით გათვალისწინებულია დალის მთის წყალსაცავის წყალგამშვები კოშკის რეაბილიტაცია, კაშხლის დაზიანებული ფერდის მოპირკეთება, კოშკის ელექტრომექანიკური და ჰიდრავლიკური მოწყობილობებისა და დანადგარების დამონტაჟება. ჩატარებული სამუშაოები ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.


პროექტის ღირებულება 3.9 მლნ  ლარია.


„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930