გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ექვსთვიანი ვადით გაწვეულმა სამხედრო მოსამსახურეებმა საველე პრაქტიკული სწავლება გაიარეს

11-10-2025

მუხროვანში, გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6 თვიანი ვადით გაწვეული სამხედრო მოსამსახურეების საველე სწავლება ჩატარდა.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის, 43-ე ბატალიონის წვევამდელებმა წყლის დაბრკოლების გადალახვაში პრაქტიკული წვრთნები გაიარეს. სწავლება, მდინარის ფორსირების სხვადასხვა მეთოდს და შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გამოყენების შესწავლას მოიცავდა. სწავლების მიზანი იყო სამხედროების საბრძოლო მზადყოფნისა და უნარ-ჩვევების გაძლიერება რეალურ გარემოში.


2025 წლიდან წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს თავდაცვის ძალებში გადიან. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მიზნად ისახავს ძლიერი თავდაცვის რეზერვის შექმნასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930