გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: შემაშფოთებელია ის ტენდენციები, რასაც ვხედავთ ევროპაში, საუბარია კატასტროფულ მოვლენაზე, როგორიც არის არასრულწლოვანი ბავშვების მიერ სქესის შეცვლა

11-10-2025

ჩვენ ხშირად გვისაუბრია იმ უმძიმეს ტენდენციებზე, რასაც ვხედავთ ევროკავშირში. ეს არის, პირველი, ეკონომიკური მძიმე ტენდენციები და მეორე - ტენდენციები, რომლებიც უკავშირდება ევროპული იდენტობის დაკარგვას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროკავშირის მიერ სქესის შეცვლის პროცედურების გამარტივებას ეხებოდა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის სრულიად მიზანმიმართული პროცესი, რომელიც გარედან არის ევროპისთვის თავსმოხვეული.


„სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს. სტატისტიკა არის დამძიმებული ბევრი მიმართულებით. აქ, საუბარია საერთოდ კატასტროფულ მოვლენაზე, როგორიც არის არასრულწლოვანი ბავშვების მიერ სქესის შეცვლა. სადამდე მიიყვანეს ევროპა და ევროკავშირი, ამას ხედავს ქართული საზოგადოება. იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენციები შეჩერდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ევროპას ემუქრება კიდევ უფრო მძიმე საფრთხე.


ჩვენთვის შემაშფოთებელია ის ტენდენციები, რასაც ვხედავთ ევროპაში. თუ როგორ უნდა დავუპირისპირდეთ ამ ტენდენციებს, ამაზე ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას. დღეს რაიმე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031