გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სგპ ,,ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა 3 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

13-10-2025

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო-გამშვებ პუნქტში - ,,ყაზბეგი“ მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქის, როგორცკუთვნილი ავტომობილის, ასევე ფიზიკური და ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს შენადნობები, საერთო წონით - 3 კილოგრამზე მეტი გამოვლინეს.

 

აღნიშნული ოქროს ნივთები სამართალდამრღვევ მოქალაქეებს სპეციალურად მოწყობილ სამალავებში(მათ შორის ფეხსაცმლის ლანჩის ქვეშ) ჰქონდათ განთავსებული, ხოლო უშუალოდ სხეულზე ოქროსგან დამზადებული ბალთების მქონე ქამრები ეკეთათ.

 

არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 685 346 ლარი შეადგინა.

 

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031