გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

13-10-2025

თიბისი ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავს მომხმარებლების საჭიროებებზე და მათ, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, მრავალფეროვან შეთავაზებებს სთავაზობს.


მორიგი განსაკუთრებული შეთავაზება ამჯერად ონლაინ შოპინგის მოყვარულთათვის აქვს. 13 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, Trendyol-ზე ახალი თიბისი Mastercard ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ Mastercard ბარათით ან ერთგული Mastercard საკრედიტო ბარათით გადახდისას, მომხმარებლები შერჩეულ პროდუქტებზე მიმდინარე ფასდაკლებებთან ერთად, დამატებით 30%-იან ფასდაკლებას მიიღებენ.


ერთ ტრანზაქციაზე ფასდაკლების მაქსიმალური ოდენობა 1,070 თურქული ლირაა, რაც მიმდინარე კურსის შესაბამისად, 70 ლარია. თუმცა, TL–GEL კურსის ცვლილების შემთხვევაში, თანხა ლარში, შესაძლოა მცირედით შეიცვალოს.


შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც Trendyol-ის ვებგვერდზე, ისე აპლიკაციაში შოპინგისას; აქციის პერიოდში (13 ოქტომბერი-26 ოქტომბერი) იმდენჯერ, რამდენჯერაც მოგესურვებათ.


შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay და Google Pay გადახდებზე. გადახდა უნდა განხორციელდეს ბარათის Trendyol-ის აპლიკაციაში ან ვებგვერდზე დამატებით, აუცილებლად ქართული IP მისამართიდან.


შეთავაზებით სარგებლობისთვის, შეკვეთის გაფორმებისას აირჩიეთ საქართველოს ან თურქეთის რეგიონი.


შეთავაზების დამატებითი პირობების სანახავად, ეწვიეთ ბმულს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031