გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: სცენარების გათვალისწინებით უფრო მკაფიოდ ჩანს, რომ აჭარაში აღმოჩენილი იარაღის არსენალი და სუსის მიერ განხორციელებული ოპერაცია შესაძლოა, მიზნად ისახავდა მსგავსი მასშტაბის ქაოსის აღკვეთას ქვეყანაში

13-10-2025

თეორიულად წარმოვიდგინოთ, რომ 4 ოქტომბერს რუსთაველზე მოქმედებაში მოყვანილი ყოფილიყო შემოტანილი „ჰექსოგენის“ ბაზაზე გამზადებული ბომბი პარლამენტის შენობის წინააღმდეგ. პარალელურად, 2024 წლის თებერვალში საქართველოსთვის განკუთვნილი ტროტილი მოქმედებაში მოყვანილიყო ბაქო-თბილისი - ყარსის სარკინიგზო მონაკვეთზე, ხოლო მცხეთის ტყის მასივში აღმოჩენილი იარაღი - ორბელიანის მოედნის მომიტინგეებს დაურიგდათ, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელ ბრიფინგს.


როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ამ სცენარების გათვალისწინებით უფრო მკაფიოდ ჩანს, რომ აჭარაში აღმოჩენილი იარაღის არსენალი და სუსის მიერ განხორციელებული ოპერაცია შესაძლოა, მიზნად ისახავდა მსგავსი მასშტაბის ქაოსის აღკვეთას ქვეყანაში.


„კარგად რომ გავიაზროთ, სუსის დღევანდელი ბრიფინგი - ერთადერთი, რაც ტვინში ილექება, არის სიტყვა „ტერორიზმი“. ამავდროულად, გესმის - რომ დაწვრილებითი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით გაკლია. შესაძლოა, ვერც მიიღო უახლოეს მომავალში. მაგრამ - უკანასკნელ წლებში, რასთან თუ ვისთან იყო ეს სიტყვა გაიგივებული - ეს მაინც ხომ გვახსოვს... „ლაფანყურის საქმე“ და ახლო აღმოსავლეთის ტერორიზმთან დაკავშირებული ეპიზოდები. „ლოპოტას“ ოპერაციის შესახებ ომბუდსმენის (2012-2014 წ.წ.) ანგარიშები. თარხან ბათირაშვილი (აბუ ომარ აშ-შიშანი) - მისი სახელი ხომ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდთან არის დაკავშირებული. უკრაინის СБУ, გია ლორთქიფანიძე - 2024-2025 წ.წ. - საქართველოში ტროტილის და „ჰექსოგენის“ შემოტანა, რაც კვლავ სიტყვა „ტერორიზმთან“ არის გაიგივებული...ალბათ, ისევ „შემთხვევითი დამთხვევაა“. ახლა კი თეორიულად წარმოვიდგინოთ, რომ 4 ოქტომბერს რუსთაველზე - მოქმედებაში იქნა მოყვანილი შემოტანილი „ჰექსოგენის“ ბაზაზე გამზადებული ბომბი პარლამენტის შენობის წინააღმდეგ. პარალელურად, 2024 წლის თებერვალში, საქართველოსთვის განკუთვნილი ტროტილი - მოქმედებაში იქნა მოყვანილი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთზე. ხოლო მცხეთის ტყის მასივში აღმოჩენილი იარაღი ორბელიანის მოედნის მომიტინგეებს დაურიგდა... ამ ყველაფრის გადასახედიდან, უფრო მკაფიოდ ჩანს აჭარაში აღმოჩენილი, ტერორისტული მიზნებისთვის განკუთვნილი არსენალი. ყოველ შემთხვევაში, მოვლენათა განვითარების ასეთი სცენარი სავსებით ჯდება საქართველოში ფართომასშტაბიანი, უკონტროლო ქაოსის გამოწვევის შესაძლებლობაში. თუ სუსის მიერ განხორციელებულმა ოპერაციამ სწორედ მსგავსი გეგმა აღკვეთა - განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს დაკავებული პირების აღიარებითი ჩვენებები...“, - წერს ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031