გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუღაანში მომხდარი, მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

14-10-2025

საქართველოს პროკურატურამ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუღაანში მომხდარი, დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 ოქტომბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუღაანში, ბრალდებულმა, დანით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა მეუღლეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.


დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ" და „კ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031