გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: კატასტროფისკენ მიექანება ევროპული ბიუროკრატია და ცდილობს, კატასტროფისკენ წაიყვანოს ევროპის განვითარება, ეს არის უდიდესი ტრაგედია და ჩვენ ასეთ მოვლენებს რადიკალურად უნდა დავუპირისპირდეთ

14-10-2025

კატასტროფისკენ მიექანება ევროპული ბიუროკრატია და ცდილობს, კატასტროფისკენ წაიყვანოს ევროპის განვითარება, ეს არის უდიდესი ტრაგედია და ჩვენ ასეთ მოვლენებს რადიკალურად უნდა დავუპირისპირდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც საუბარია არასრულწლოვანი ბავშვების მიერ სქესის გადაკეთებაზე, ამაზე შეფასების გაკეთება რთულია.


„არც ვიცი ამას რა შეფასება უნდა მივცე, როდესაც საუბარია არასრულწლოვანი ბავშვების მიერ სქესის გადაკეთებაზე. თქვენ ხედავთ, როგორი კატასტროფისკენ მიექანება ევროპული ბიუროკრატია, როგორ ცდილობს, კატასტროფისკენ წაიყვანოს ევროპის განვითარება. ეს არის უდიდესი ტრაგედია და ჩვენ ასეთ მოვლენებს რადიკალურად უნდა დავუპირისპირდეთ, როგორიც არ უნდა იყოს ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ასეთი პროცესები ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930