გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან მეხუზლა: ამ ეტაპზე, რაჭაში ყურძნის ჩაბარება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს

14-10-2025

14 ოქტომბრის მონაცემებით, რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, 2 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული.


„რაჭაში ყურძნის ჩაბარება შეუფერხებლად მიმდინარეობს. რთველის საწყის ეტაპზე, კლიმატური პირობების გაუარესების შიშით, მოსახლეობამ ერთიანად დაკრიფა ყურძენი. დაკრეფილი ყურძნის რაოდენობა იმაზე გაცილებით მეტი იყო,ვიდრე ღვინის მარნებს შეეძლოთ გადამუშავება, რამაც განაპირობა საწარმოებთან დატვირთული მანქანების ნაკადის ზრდა. მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს არსებული მარნების სიმძლავრეები და სოფლის რწმუნებულისგან მიიღოს რთველის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაცია, სადაც მითითებულია თუ როდის და რომელ საწარმოს უნდა მიაკითხონ  ყურძნის ჩასაბარებლად. ამ ეტაპისთვის  პრობლემა აღმოფხვრილია, დაკრეფილი ყურძენი სრულად დაბინავებულია“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.


ლევან მეხუზლას განცხადებით, რაჭაში, რთველი 2025 გამორჩეულია როგორც რაოდენობით,  ასევე ხარისხობრივი მაჩვენებლებით.


„რაჭაშიგვექნება რეკორდული მოსავალი. ბოლო წლებში, გადამუშავებული ყურძნის რაოდენობაარ სცილდებოდა 2 ათას ტონას. წელს კი, უკვე თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 2 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდება. აღსანიშნავია, რომ რაოდენობის მატებაარ ხდება ხარისხის ხარჯზე, რადგან რაჭაში ყურძენი ჯანსაღი და კონდიციურია, საშუალო შაქრიანობა 22%-ია, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ წელს რაჭული ღვინო იქნება განსაკუთრებული და მაღალხარისხიანი, მათ შორის, დაცული  ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარა“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.


რაჭის რეგიონში, რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031