გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ჩაკვეტაძე: თუ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე მიუკერძოებელი იქნებოდა, ის დაშავებულ პოლიციელებს მოინახულებდა და ძალადობრივ აქციებს დაგმობდა - მისი გამოჩენა რუსთაველზე შეიძლება რადიკალიზმის წახალისებად იქნეს აღქმული

15-10-2025

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ელინა ვალტონენის რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან ვიზიტს ეხმიანება და რადიკალიზმის წახალისებად აფასებს.


ჩაკვეტაძის განცხადებით, მიუკერძოებლობის შემთხვევაში, ვალტონენი დაშავებულ პოლიციელებს მოინახულებდა და ძალადობრივ აქციებს დაგმობდა.


„თუ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი მიუკერძოებელი იქნებოდა, ის რევანშისტების მიერ დაშავებულ პოლიციელებს მოინახულებდა და ძალადობრივ საპროტესტო აქციებს დაგმობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი გამოჩენა თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეიძლება რადიკალიზმის წახალისებად იქნეს აღქმული“, - წერს ჩაკვეტაძე X-ზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930