გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანჯაფარიძე პრემიერ-მინისტრის მიერ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებაზე: დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის უმრავლესობა და საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი მიესალმება, რომ ეუთოს მანდატით მოქმედ პროვოკატორს საკუთარი ადგილი მიუჩინეს

15-10-2025

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ლიდერი სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერც მიიღებდა.


ანჯაფარიძის თქმით, უცხოეთის წინაშე „ცალ ფეხზე მდგომთ“, რომლებიც ასეთ პროვოკაციას უხმოდ გადაყლაპავდნენ, ალბათ, მიეცემათ განსჯის მასალა და „დღეს აწიკვინდებიან“.


„სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ლიდერი სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერც მიიღებდა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა და საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი მიესალმება ამ ნაბიჯს, როდესაც ეუთოს მანდატით მოქმედ პროვოკატორს საკუთარი ადგილი მიუჩინეს და რაღაც რაღაცები აგრძნობინეს. უცხოეთის წინაშე „ცალ ფეხზე მდგომთ“, რომლებიც ასეთ პროვოკაციას უხმოდ გადაყლაპავდნენ, ალბათ, მიეცემათ განსჯის მასალა და დღეს აწიკვინდებიან“, - წერს ანჯაფარიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930