გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ქადაგიშვილი: მიმდინარეობს დამხობის 4 ოქტომბერი და დამამხობელთა გარედან გაკეთებული განცხადებები, რომ როგორმე სტაბილური და განვითარებული საქართველო ისე არ გაძლიერდეს, რომ მისი მარიონეტად გამოყენების ყველა შანსი დაკარგონ

15-10-2025

რასაც ქართველი ხალხი დემოკრატიული არჩევნებით, მშვიდობით და განვითარებით აღწევს, ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს დესტრუქციული ტალღა, დამხობის 4 ოქტომბერი და დამამხობელთა გარედან გაკეთებული განცხადებები, რომ როგორმე სტაბილური და განვითარებული საქართველო ისე არ გაძლიერდეს, რომ მისი მარიონეტად გამოყენების ყველა შანსი დაკარგონ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.


მან საქართველოში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის ხედვასა და არჩევანს ვერასდროს მოერევიან.


„გუშინაც, ამის ერთი ნათელი მაგალითი ვიხილეთ, თუ როგორ უნდა დადგე გზის გადაკეტვის მიტინგზე და მხარი დაუჭირო ამ უკანონობას, მხარი დაუჭირო ფაქტობრივად 4 ოქტომბრის შემოქმედთა აი ამ ნაწილს და არაფერი თქვა როგორც ეუთოს ხელმძღვანელმა იმ სადამკვირვებლო მისიის შედეგებზე, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დადებითად შეაფასა და არაფერი თქვა იმ არჩევნებზე, სადაც ქართველი ხალხი, მილიონ ოთხასი ათასი ქართველი გამოვიდა და მხარი დაუჭირა დემოკრატიას და განვითარებას. მაგრამ ილაპარაკო იმ ორმოცდაათიოდე ადამიანის მხარდასაჭერად, რომელსაც რეალურად სწორედ დესტრუქციის, ქვეყნის განვითარების შეფერხების და დაპირისპირების ამოცანა აქვს წინ. ვერასდროს მოერევი ქართველი ადამიანის ხედვას და არჩევანს მშვიდობისა და უკეთესი მომავლისაკენ მიმართულს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031