გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის ელჩთან შანხაის იმპორტის გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის საკითხი განიხილა

15-10-2025

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჭოუ ციენს შეხვდა.


მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დადებით დინამიკაზე, მათ შორის, სავაჭრო - ეკონომიკური მიმართულებით. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს მონაწილეობაზე ჩინეთის მე-8 საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში, რომელიც შანხაიში 5-10 ნოემბერს გაიმართება.


აღინიშნა, რომ შანხაის გამოფენა კარგი შესაძლებლობაა ქართველი ექსპორტიორებისთვის, რათა ისინი უფრო აქტიურად გავიდნენ ჩინეთის ბაზარზე. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს შანხაის გამოფენაზე 2018 წლიდან მონაწილეობს და ამ შესაძლებლობით 120-ზე მეტმა ადგილობრივმა ექსპორტიორმა ისარგებლა. როგორც შეხვედრაზე ითქვა, მიმდინარე გამოფენაზე 40-ზე მეტი წამყვანი ქართული კომპანია სამ პავილიონში იქნება წარმოდგენილი. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ როგორც შანხაის გამოფენა, ისე სხვა ორმხრივი ეკონომიკური აქტივობები ხელს შეუწყობს ჩინეთთან სტრატეგიული ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გამყარებას.


შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობა სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში. აღინიშნა, რომ უვიზო რეჟიმმა და დამატებითი ფრენების დაწყებამ საქართველოსა და ჩინეთს შორის ხელი შეუწყო ტურისტული ნაკადების ზრდას. ასევე ხაზი გაესვა ახალი მიმართულებების დანიშვნისა და სიხშირეების მატების მნიშვნელობას ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031