გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვაკო თურნავა: ბოლო პერიოდში მიმდინარე პროტესტი მიზანმიმართულად იმართება იმ პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომლებმაც წააგეს არჩევნები და ვერ ახერხებენ ძალაუფლების მიღებას დემოკრატიული გზით

16-10-2025

ბოლო პერიოდში მიმდინარე პროტესტები არ არის საზოგადოებრივი უკმაყოფილების ბუნებრივი გამოხატულება. ისინი მიზანმიმართულად იმართება იმ პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომლებმაც წააგეს არჩევნები და ვერ ახერხებენ ძალაუფლების მიღებას დემოკრატიული გზით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვაკო თურნავამ „Radio Roma“-ს ეთერში განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციამ უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე და რადგან დემოკრატიული გზით ვერ ახერხებენ ხელისუფლების შეცვლას, ამიტომ რევოლუციით და დამხობით ცდილობენ ამას.


„მათ უარი თქვეს პარლამენტში შემოსვლაზე. დემოკრატიული ბერკეტებით ვერ ცვლიან ხელისუფლებას. ამიტომ ქუჩით, რევოლუციებისა და დამხობის მცდელობებით ცდილობენ მმართველი ძალის ჩამოშლას. ყველაფერი დანარჩენი, რასაც ამბობენ, რომ თითქოს რაღაც კანონი არ მოსწონთ, ან ვითომ პრორუსული მთავრობაა - არის ამ მარცხის შეფუთვა“, - განაცხადა ვაკო თურნავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031