გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: გერმანიის ელჩი საქართველოში პირდაპირ უხეშად არღვევს ვენის კონვენციას, ყველანაირ დიპლომატიურ სტანდარტს

17-10-2025

გერმანიის ელჩი საქართველოში პირდაპირ უხეშად არღვევს ვენის კონვენციას, ყველანაირ დიპლომატიურ სტანდარტს, პირდაპირ არის შეჭრილი პოლიტიკაში, პირდაპირ ცდილობს, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE"-ში განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, როგორც იქნა, აღმოჩნდა ევროპაში პარტია, ამ შემთხვევაში ალტერნატივა გერმანიისთვის, რომელმაც ჯანსაღი კითხვები დასვა ამ ყველაფერთან დაკავშირებით.


„კარგია, რომ ევროპაშიც არის ისეთი პარტიები, რომლებიც ჯანსაღ კითხვებს სვამენ. ობიექტურად არის სერიოზული პრობლემა. 2 კითხვა დაისვა თუ არ ვცდები, ესენი ეხებოდა დაბარებასთან დაკავშირებულ თემებს და სხვა მომიჯნავე საკითხებს. მარტივია, გერმანიის ელჩი საქართველოში პირდაპირ უხეშად არღვევს ვენის კონვენციას, ყველანაირ დიპლომატიურ სტანდარტს, პირდაპირ არის შეჭრილი პოლიტიკაში, პირდაპირ ცდილობს, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ეს ხომ ხელის გულზე დევს. როგორც იქნა, აღმოჩნდა ევროპაში პარტია, ამ შემთხვევაში ალტერნატივა გერმანიისთვის, რომელმაც ჯანსაღი კითხვები დასვა ამ ყველაფერთან დაკავშირებით", - განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930