გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე უმაღლესი განათლების რეფორმაზე: პროფესორ-მასწავლებლების შრომა ღირსეულად უნდა იყოს დაფასებული, აშკარად ჩანს, რომ განათლების სისტემის ძირეული რეფორმა იწყება

17-10-2025

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ უმაღლესი განათლების რეფორმას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ აშკარად ჩანს განათლების სისტემის ძირეული რეფორმის დასაწყისი.


ანალიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს ირაკლი კობახიძის განცხადებაზე სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების ანაზღაურების მინიმუმ 10 ათას ლარამდე ზრდაზე და აღნიშნავს, რომ პროფესორ-მასწავლებლების შრომა ღირსეულად უნდა იყოს დაფასებული.


„ეს ინფორმაცია იმიტომ გამოვყავი, რომ მიმაჩნია, პროფესორ-მასწავლებლების შრომა ღირსეულად უნდა იყოს დაფასებული. განათლების სფეროს ექსპერტი არ ვარ და დავუტოვოთ მათ ეს თემა. თუმცა აშკარად ჩანს, რომ განათლების სისტემის ძირეული რეფორმა იწყება. სხვათა შორის, სააკაშვილის რეჟიმმა მნიშვნელოვნად დააზიანა საუნივერსიტეტო სფერო, ეს სპეციალისტებისგან გამიგია. კერძოდ, უნივერსიტეტებში პრაქტიკულად მოკლეს სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტი“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930