გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძემ ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა

17-10-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას უმასპინძლა.

 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

 

გივი მიქანაძემ ისრაელის ელჩს საქართველოში უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმის ძირითადი მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საჯაროდ წარუდგინა საზოგადოებას.

 

შეხვედრის ფარგლებში ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა: საქართველოსა და ისრაელის უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, ერთობლივი პროგრამების განვითარება, კვლევების განხორციელება და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების გაფართოება. განსაკუთრებული ყურადღება ასევე გამახვილდა პროფესიული განათლების მიმართულებაზე, მათ შორის, სოფლის მეურნეობის სფეროში.

 

შეხვედრის დასასრულს, ელჩმა მადლობა გადაუხადა გივი მიქანაძეს მასპინძლობისთვის და ორ ქვეყანას შორის არსებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031