გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძემ საქართველოში იტალიის ელჩთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

17-10-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს,  მასიმილიანო დ’ანტუონოს  უმასპინძლა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე იმსჯელეს და ორი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

 

გივი მიქანაძემ იტალიის ელჩს საქართველოში უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმის ძირითადი მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საჯაროდ წარუდგინა საზოგადოებას.

 

თავის მხრივ, იტალიის ელჩმა გივი მიქანაძეს მადლობა გადაუხადა  საქართველოში  იტალიური ენის სწავლების მხარდაჭერისთვის, მათ შორის, იტალიური ენის  მასწავლებლებისთვის საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობის შექმნისთვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031