გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ჭოტორლიშვილი: 11-წლიანი სკოლა დავამთავრე, ჩემს თაობას არ ჰქონდა წაკითხული ტექსტის შინაარსის გაგების პრობლემა - დამატებულმა მეთორმეტე წელიწადმა მიღებული ცოდნის მაჩვენებლები არ გაზარდა

18-10-2025

მე 11-წლიანი სკოლა დავამთავრე. ჩემს თაობას არ ჰქონდა წაკითხული ტექსტის შინაარსის გაგების პრობლემა. დღეს საერთაშორისო გამოკითხვები და ტესტები ადასტურებს, რომ 12-წლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ ქართველ მოსწავლეებს აქვთ მარტივი ტექსტის შინაარსის გაგების პრობლემა, - წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში.


ჭოტორლიშვილის განცხადებით, დამატებულმა მე-12 წელმა ქართულ სკოლებში მიღებული ცოდნის მაჩვენებელი ვერ გაზარდა.


„მე 11-წლიანი სკოლა დავამთავრე. ჩემს თაობას არ ჰქონდა წაკითხული ტექსტის შინაარსის გაგების პრობლემა. დღეს საერთაშორისო გამოკითხვები და ტესტები ადასტურებს, რომ 12-წლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ ქართველ მოსწავლეებს აქვთ მარტივი ტექსტის შინაარსის გაგების პრობლემა.


ზოგადად, საერთაშორისო რეიტინგები ძალიან დაბალ მონაცემებს ადასტურებს და ადასტურებს იმას, რომ განათლების სისტემის რეფორმა აუცილებელია.


სწავლის შედეგისთვის მნიშვნელოვანია, რას და როგორ ასწავლი. დამატებულმა მეთორმეტე წელიწადმა მიღებული ცოდნის მაჩვენებლები არ გაზარდა. რეფორმა ჯერ არ დაწყებულა და „ილიაუნის“ რექტორმა უკვე გაილაშქრა რეფორმის წინააღმდეგ. ადამიანისგან, რომელიც კვადრატს და მართკუთხედს ვერ ასხვავებს, რეფორმის წინააღმდეგ გალაშქრება ბუნებრივია“, - წერს ლევან ჭოტორლიშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031