გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გამსახურდია: მევახშეები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკას ტოვებენო, ყველაზე ძვირი ჩვენ გვიჯდება ხმები და ყველაზე იაფი „ოცნებასო“ - სიიაფე არაფერ შუაშია, ხალხი დგას სიმართლის მხარეს

19-10-2025

მოკლედ, ასეთი ამბებია - მევახშეები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკას ტოვებენო. ყველაზე ძვირი ჩვენ გვიჯდება ხმები და ყველაზე იაფი ოცნებასო, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, „მევახშეები და ხალხის მღლეტავები“, ისეთ ქველმოქმედ და ქვეყანაზე გადაყოლილ ადამიანს რომ დაუპირისპირდებიან, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, შედეგიც სწორედ ასეთი ექნებათ.


„მოკლედ, ასეთი ამბებია - მევახშეები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკას ტოვებენო. ყველაზე ძვირი ჩვენ გვიჯდება ხმები და ყველაზე იაფი ოცნებასო. სიიაფე არაფერ შუაშია, ხალხი დგას სიმართლის მხარეს, მართალია თქვენთვის, მევახშეებისთვის, ციფრებია მთავარი, მაგრამ ხალხია სიმართლის მხარეს.


ეგრეა ბატონო, მევახშეები და ხალხის მღლეტავები, ქვეყანაზე გადაყოლილ და ქველმოქმედ ადამიანს რომ დაუპირისპირდებით, შედეგიც ეგ გექნებათ, რაც გაქვთ. ხო, ის კიდევ, ჩვენთან პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი, ბიძინაა ივანიშვილი, თქვენთან კიდევ თაზო დათუნაშვილი. უფსკრულივით სხვაობას კი გრძნობთ ალბათ“,- წერს გამსახურდია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930