გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე: თუ ვახო სანაია მთავარი საინფორმაციო გადაცემის წამყვანია, ის ეთერისთვის უნდა ემზადებოდეს, რადიკალიზმით არ იყოს დაკავებული და უკანონოდ არ კეტავდეს ქუჩას

19-10-2025

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ვახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში აფასებს.


ჩიხელიძე აღნიშნავს, რომ თუ სანაია მთავარი საინფორმაციო გადაცემის წამყვანია, ის რადიკალიზმით არ უნდა იყოს სავსე და ქუჩას უკანონოდ არ უნდა კეტავდეს, არამედ, ეთერისთვის უნდა ემზადებოდეს.


„ტელეკომპანია „ფორმულამ“ განცხადება გაავრცელა ვახო სანაიას დაკავების შემდეგ. განცხადებაში წერია - „სანაია მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანია და ახლა ის ეთერისთვის უნდა ემზადებოდეს“... მე კი, ჩემი მხრივ არ შემიძლია არ ვთქვა, რომ თუ ვახო სანაია მთავარი საინფორმაციო გადაცემის წამყვანია, ის ეთერისთვის უნდა ემზადებოდეს და არა რადიკალიზმით იყოს დაკავებული. ეთერისთვის ემზადებოდეს და არა უკანონოდ კეტავდეს ქუჩას!“ - წერს დავით ჩიხელიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031