გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: თუ თსუ-ში 2-3 ათასია A კატეგორიის პროფესორების ანაზღაურება, ეს ანაზღაურება უნდა იყოს მინიმუმ 10 ათასი ლარი იმისათვის, რომ სტიმული ჰქონდეს პროფესორს

20-10-2025

პირობითად, თუ არის თსუ-ში 2-3 ათასი A კატეგორიის პროფესორების ანაზღაურება, ეს ანაზღაურება უნდა იყოს მინიმუმ 10 ათასი ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა.


პრემიერის განმარტებით, ამის მიზანია, რომ სტიმული ჰქონდეს პროფესორს, იმუშაოს უნივერსიტეტში სრულ განაკვეთზე და საკუთარი თავი მიუძღვნას ბოლომდე სწავლებას და ასევე -კვლევას.


„პირობითად, თუ არის თსუ-ში 2-3 ათასი A კატეგორიის პროფესორების ანაზღაურება, ეს ანაზღაურება უნდა იყოს მინიმუმ 10 ათასი ლარი იმისათვის, რომ სტიმული ჰქონდეს პროფესორს, იმუშაოს უნივერსიტეტში სრულ განაკვეთზე და საკუთარი თავი მიუძღვნას ბოლომდე სწავლებას და ასევე -კვლევას. ამას დაემატება საათობრივი პრინციპით დასაქმებული პედაგოგებიც, თუმცა მათ ექნებათ განსხვავებული დატვირთვა და სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორებს ექნებათ განსხვავებული დატვირთვა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031