გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ რუსთავში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძალადობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი

20-10-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძალადობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი 2 პირი - 1977 წელს დაბადებული ზ.ე. და 1991 წელს დაბადებული ნ.ნ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთავში ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას 1976 წელს დაბადებულ თ.კ.-ს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ზ.ე.-მ მუცლისა და ფეხის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ზ.ე. და ნ.ნ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს. დაშავებული შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031