გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: გასული თვეების მანძილზე გვაქვს 7.9% ეკონომიკური ზრდა, პროგნოზი, რომელიც დაიდო თავიდანვე, გადაჭარბებით შესრულდება

21-10-2025

გასული თვეების მანძილზე ჩვენ გვაქვს 7.9% ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ პროგნოზი, რომელიც დაიდო თავიდანვე, გადაჭარბებით შესრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდის მაღალი მაჩვენებელია.


„ეს ყველაფერი მეტყველებს ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობაზე, მეტყველებს იმაზე, რომ არის მაღალი ნდობა ჩვენი ქვეყნის მიმართ, მისი ეკონომიკური გარემოს და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. ასეთი ტიპის პროექტები, როგორიც არის Emaar-ის Eagle Hills-ის პროექტი, რომელიც დაიწყება ჩვენს ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას საქართველოში", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031