გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ

21-10-2025

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გუშინ ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იყო მცდელობები სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს გადაწყვეტილებები ვერ იქნა მიღებული.


„მინდა, ევროკავშირის წევრ ყველა შესაბამის ქვეყანას გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისთვის. მათი მხარდაჭერის შედეგად, რეალურად ქართველი ხალხის წინააღმდეგ სანქციები არ ამოქმედდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. ეს არის ვფიქრობ, ორმხრივად მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის. თუ მოხერხდება ევროკავშირის პრაგმატული გადაწყვეტილების შეჯერება, ეს იქნება ორმხრივად საინტერესო როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031