გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

21-10-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვს შეხვდა.


შეხვედრაზე საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა პოლიტიკური პარტნიორობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა, ასევე - სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი.


ყურადღება დაეთმო დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობას და საქართველოს როლს ამ მიმართულებით. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა თურქმენეთის ძალისხმევა ცენტრალურ აზიაში მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში და სტაბილურობის განსაკუთრებული მნიშვნელობა ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვის.


პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031