გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახეთის პოლიციამ ქურდობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 1 პირი დააკავა

22-10-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ნ. დააკავეს მას ბრალად ედება ქურდობა და ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.


დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დედოფლისწყაროში, უკანონოდ დაეუფლა ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებულ ზოგადი ხედვის სამეთვალყურეო კამერას. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბ.ნ. - მ დედოფლისწყაროში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ ბ.ნ. ბრალდებულის სახით დააკავა.


სამართალდამცველებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, ამოღებულია მჭიდები და 126 ვაზნა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031