გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხობში 7 კილომეტრი სიგრძის სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

22-10-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში,  ხობის მუნიციპალიტეტში გაწმენდით სამუშაოებს ატარებს. სოფლებში - პატარა ფოთსა და ჭალადიდში,  ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან  ჭალადიდის დამშრობი მასივის 7 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური არხი იწმინდება.


ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას  გაზრდის. შედეგად,  უხვი ნალექის დროს,730 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო  მიწის ფართობი და მიმდებარედ არსებული საკარმიდამო ნაკვეთები დატბორვისგან  იქნება დაცული.


საქართველოს მელიორაცია  სამუშაოებს ნოემბერში დაასრულებს.


აღსანიშნავია, რომ, 2012-2024 წლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დრენირებულია    12,395 ჰექტარი მიწის ფართობი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031