გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო საერთაშორისო მნიშვნელობის ჰაბს წარმოადგენს კასპიის ზღვის, შავი ზღვის, ტრანსკონტინენტური ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით

22-10-2025

თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმზე თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა, რაშიდ მერედოვმა საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც რაშიდ მერედოვმა განაცხადა, საქართველო რეგიონში მნიშვნელოვან ჰაბს წარმოადგენს.


„მინდა ხაზი გავუსვა, რამდენად განსაკუთრებულ როლს თამაშობს საქართველო ენერგეტიკისა და სატრანსპორტო საკითხებში. ეს ქვეყანა არა მხოლოდ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ადგილია, არამედ მისი როლი გაცილებით დიდია. თურქმენეთისთვის საქართველო არის ქვეყანა, რომელიც გამოირჩევა სტრატეგიული ინფრასტრუქტურით. საქართველო საერთაშორისო მნიშვნელობის ჰაბს წარმოადგენს კასპიის ზღვის, შავი ზღვის, ტრანსკონტინენტური ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით" - აღნიშნა მერედოვმა.


მისივე განცხადებით, უნდა შეიქმნას ფუნდამენტურად ახალი არქიტექტურა, აღმოსავლეთ და დასავლეთ სამყაროებს შორის ურთიერთობის ახლებურად დასამყარებლად, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ლოგისტიკის განსავითარებლად და ამის ამის მამოძრავებელი ძალა იქნება კასპიის ზღვის ქვეყნების თანამშრომლობა.


„თურქმენეთი ყოველთვის ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დასავლეთის მიმართულებით განვითარება, განსაკუთრებით სტაბილური დერეფნის შექმნა, კასპიის სამხრეთ ნაწილში, კავკასიისა და ევროპის მიმართულებით. მნიშვნელოვანია სატრანსპორტო დერეფნის განვითარება აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით და მრავალმხრივ ფორმატში მუშაობა დერეფნის ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან. ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნებისთვის, რომ მათ ჰქონდეთ წვდომა მსოფლიო ბაზრებზე, ასევე უფრო ინტენსიური გახდეს ვაჭრობა და უფრო აქტიური ეკონომიკური კავშირები დამყარდეს. აქტიური საკითხია შუა ტრანსკასპიური დერეფნის შექმნა"- განაცხადა რაშიდ მერედოვმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031