გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროპარლამენტარი კრისტიან ტერესი: ევროკავშირს აქვს შავი ზღვის შესახებ თავისი სტრატეგიული ხედვა, სადაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც საქართველო, ასევე რუმინეთი

22-10-2025

„აბრეშუმის გზის ფორუმის" პანელურ დისკუსიაზე „გლობალური ვაჭრობის განახლება" ევროპარლამენტის წევრმა, რუმინეთის წარმომადგენელმა კრისტიან ტერესმა ევროკავშირის სტრატეგიულ ხედვაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოს როლს ევროპისა და აზიის დასაკავშირებლად.


„თუ დავაკვირდებით საქართველოს და რუმინეთს რუკაზე, ეს არის ორი კარიბჭე ევროპის და აზიის დასაკავშირებლად. ევროკავშირს აქვს შავი ზღვის შესახებ თავისი სტრატეგიული ხედვა, სადაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც საქართველო, ასევე რუმინეთი" - აღნიშნა ტერესმა.


მისი თქმით, ეს სტრატეგიული ხედვა შავ ზღვას გასცდა და მასში შევიდა ცენტრალური აზიის ქვეყნებიც.


„ასე რომ, სწრაფად ვაკავშირებთ მილიონობით ადამიანს სტრატეგიულ დონეზეც, მაგრამ ჩვენი გასაკეთებელი და მოსაძებნია საუკეთესო ვარიანტები ამ სტრატეგიის განსახორციელებლად", - აღნიშნა ევროპარლამენტის წევრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031