გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: მზია ამაღლობელისთვის ევროკავშირის სახაროვის პრემიის გადაცემა პოლიციელისთვის ხელის გარტყმის გამო, კიდევ ერთი მკაფიო ნიშანია იმისა, რაოდენ განსხვავდება ქართული საზოგადოების და ევროკავშირის ღირებულებითი სისტემები

22-10-2025

„მზია ამაღლობელისთვის ევროკავშირის სახაროვის პრემიის გადაცემა, პოლიციელისთვის ხელის გარტყმის გამო, არის კიდევ ერთი მკაფიო ნიშანი იმისა, თუ რაოდენ განსხვავდება ქართული საზოგადოების და ევროკავშირის ღირებულებითი და მსოფლმხედველური სისტემები“, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.


მისივე შეფასებით, ამაღლობელისთვის პრემიის გადაცემა არის აქაური რადიკალური ოპოზიციის წახალისებისთვის გადადგმული ნაბიჯი.


„მზია ამაღლობელისთვის ევროკავშირის სახაროვის პრემიის გადაცემა, პოლიციელისთვის ხელის გარტყმის გამო, არის კიდევ ერთი მკაფიო ნიშანი იმისა, თუ რაოდენ განსხვავდება ქართული საზოგადოების და ევროკავშირის ღირებულებითი და მსოფლმხედველური სისტემები. ვფიქრობ, იოლი გამოსაცნობია, რომ ეს არის აქაური რადიკალური ოპოზიციის წახალისებისთვის გადადგმული ნაბიჯი“, - წერს ანჯაფარიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930