გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლიზა გეგეჭკორი მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის გადაცემაზე: პრემია მისცეს იმ ქვეყანაში, სადაც იმავე დანაშაულზე ადამიანს ჯერ ცემაში გახევდნენ სქესის მიუხედავად და მერე ციხეს დააშენებდნენ თავზე - ძალიან „სამართლიანია“ ევრობიუროკრატია

22-10-2025

ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სახაროვის პრემიის გამარჯვებულად დასახელების ფაქტს ეხმიანება, რომელიც სასჯელს პოლიციელზე ძალადობისთვის იხდის.


გეგეჭკორის განცხადებით, მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა ისეთი ქვეყნიდან, როგორიც საფრანგეთია, სადაც ადამიანს განურჩევლად სქესისა, მსგავსი ქმედების ჩადენისთვის ჯერ ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ და შემდეგ, შესაბამის სასჯელსაც მიუსჯიდნენ.


„მზია ამაღლობელს პრემია მისცეს იმ ქვეყანაში, სადაც იგივე დანაშაულზე ადამიანს ჯერ ცემაში გახევდნენ სქესის მიუხედავად და მერე ციხეს დააშენებდნენ თავზე. ძაააალიან სამართლიანია ევრობიუროკრატია, ძალიან“, - წერს ლიზა გეგეჭკორი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930