გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელზე, რომელიც პარტიების აკრძალვას ეხება: რამდენიმე დღის პროცედურაა დარჩენილი, ტექსტზე მუშაობა დასრულებულია

24-10-2025

„რამდენიმე დღის პროცედურაა დარჩენილი. ტექსტზე მუშაობა დასრულებულია. ჩვენ და ჩვენი გუნდი ყოველთვის ვასრულებთ საზოგადოების დაკვეთას“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით დასმული კითხვების პასუხად.


დეპუტატის თქმით, ძალიან მნიშვნელოვან პროცესებს იხილავს საზოგადოება საკონსტიტუციო სასამართლოში.


„რამდენიმე დღის პროცედურაა დარჩენილი. ტექსტზე მუშაობა დასრულებულია. როგორი პასუხისმგებლობითაც მივუდექით საგამოძიებო კომისიას და ყველამ კარგად ვნახეთ როგორი საფუძვლიანი დასკვნა მომზადდა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს დასკვნა კონვერტირდეს ძალიან მყარ სარჩელში. ძალიან მნიშვნელოვან პროცესებს იხილავს ჩვენი საზოგადოება საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ და ჩვენი გუნდი ყოველთვის ვასრულებთ ჩვენი საზოგადოების დააკვეთას“, - აღნიშნა კირცხალიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930