გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი: სესხების საკითხს რეგულირება სჭირდება

19-11-2018

სესხების საკითხს სჭირდება რეგულირება, მიხარია, რომ ამ გზით მივდივართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებისთვის დავალიანების განულების ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.

 

„ყველამ იცის, რომ ჭარბვალიანობა არის ერთ-ერთი ძალიან მძიმე პრობლემა. მე არაერთხელ მაქვს ჩემი აზრი გამოთქმული ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემს წინა, სამაჟორიტარო წინასაარჩევნო კამპანიაშიც ვსაუბრობდი ამ საკითხზე, თუ რამდენად რთულია ასეთ ქვეყანაში, როცა მაგალითად ინტერნეტით შეიძლება მცირე კრედიტების აღება. ამ ყველაფერს სჭირდება რეგულირება და მე ბედნიერი ვარ, რომ ამ გზით მივდივართ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30