გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ბითაძე: ოპოზიციისთვის კრახით დასრულდება ის დივერსიული საქმიანობა, რასაც ეწევიან, ვიზალიბერალიზაცია გამოყენებული არ უნდა იყოს სადამსჯელო ღონისძიებად

24-10-2025

ის მეთოდები კარგად ვიცით, რითაც ოპოზიცია საქართველოს ებრძვის და არა „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.


მისი თქმით, მათი ყველა ჩანაფიქრი სიცრუესა და სიყალბეზეა აგებული, რაც ჩაიშალა.


„მათი მხრიდან პირველად არ ხდება, რომ ხელი შეუშალონ ქვეყნის სწორ განვითარებას. მათი მოთხოვნა ახალი არ არის, რომ ქვეყანას უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს. ვიცით, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის და ვიზალიბერალიზაციის მინიჭების წინააღმდეგები იყვნენ და ცდილობდნენ, ქვეყანას ეს წარმატება არ ჰქონოდა. მათთვის კრახით დასრულდება ის დივერსიული საქმიანობა, რასაც ახლა ეწევიან. ვიზალიბერალიზაცია გამოყენებული არ უნდა იყოს სადამსჯელო ღონისძიებად. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ვერანაირ ინსტრუმენტს ვერ გააცოცხლებენ, დიპლომატიურ პასპორტებზე კი არალოგიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031