გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამართალდამცველებმა 43 ავტომობილის გაქურდვის ფაქტი გახსნეს - დაკავებულია 5 პირი

25-10-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ხუთი პირი – 2004 წელს დაბადებული ა.კ., 2006 წელს დაბადებული ლ.ჭ., 2005 წელს დაბადებული ა.ი., 2008 წელს დაბადებული ს.კ. და 2003 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ს. დააკავეს.


ინფორმაციას შსს ავრცელებს.


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, გვიან ღამით ძველი თბილისის, ვაკე-საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიაზე 43 ავტომობილის საქარე მინა დააზიანეს, რის შედეგადაც ავტომობილებში არსებულ პირად ნივთებს, ელექტრომოწყობილობებსა და სხვადასხვა ოდენობის თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.


სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ხუთივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად მოპარული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031