გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დონალდ ტრამპი: ბაიდენის ადმინისტრაცია ოპერაცია „არქტიკული ყინვის“ დროს უთვალთვალებდა სენატორებს, კონგრესმენებს და მათ ზარებსაც კი იწერდა. ისინი უნდა დაისაჯონ

25-10-2025

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ გავრცელებული ინფორმაციით ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ხელი მოაწერა ოპერაციას „არქტიკული ყინვა“.


როგორც ტრამპი აღნიშნავს, ისინი ამ ოპერაციის ფარგლებში უთვალთვალებდნენ სენატორებს, კონგრესის წევრებს და მათ ზარებსაც კი იწერდნენ.


ტრამპის თქმით, „რადიკალმა მემარცხენე შეშლილებმა“ პასუხი უნდა აგონ თავიანთი უკანონო და უაღრესად არაეთიკური ქცევისათვის.


“ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიღებული დოკუმენტები ნათლად აჩვენებს, რომ კრისტოფერ რეიმ, შეშლილმა ჯეკ სმიტმა, მერიკ გარლანდმა, ლიზა მონაკომ და სხვა თაღლითმა ნაძირალებმა ბაიდენის წარუმატებელი ადმინისტრაციიდან ხელი მოაწერეს ოპერაციას „არქტიკული ყინვა“. ისინი უთვალთვალებდნენ სენატორებს და კონგრესის წევრებს, მათ ზარებსაც კი იწერდნენ. მათ მოიპარეს და გააყალბეს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. ამ რადიკალურმა მემარცხენე შეშლილებმა პასუხი უნდა აგონ თავიანთი უკანონო და უაღრესად არაეთიკური ქცევისათვის!”, - წერს ტრამპი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031