გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

25-10-2025

საქართველოს პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამი მოქალაქე საქართველოს ტერიტორიაზე ცდილობდა რადიოაქტიური ნივთიერება ურანის შეძენას, რომელიც ასევე მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას და რომელიც უნდა გაეტანათ საქართველოს ფარგლებს გარეთ. ბრალდებულებს რადიოაქტიური ნივთიერების შესაძენად უნდა გადაეხადათ 400 000 აშშ დოლარი. გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად სამივე მათგანი დაკავებული იქნა ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობისას. მათ ბრალდება რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელად 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.


პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა შესაძლო პირის იდენტიფიცირების მიზნით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031