გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირინა სარიშვილი: თამარა ჩერგოლეიშვილი 26 ოქტომბრის აქციაზე როგორც დიასახლისი, ისე ეპატიჟება ხალხს, ამ ქალბატონს ყველა გვერდიდან დაბლოკილი ვყავარ, არადა წასვლას ვაპირებ და იქაც ბლოკებით იდგება?

26-10-2025

ირინა სარიშვილი 26 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი აქციაზე ხალხს „როგორც დიასახლისი, ისე ეპატიჟება“.


„ამ წამს რომელიღაც სააგენტოს ვიდეო ვნახე, სადაც თამარა ჩერგოლეიშვილი დღევანდელ 26 ოქტომბრის აქციაზე როგორც დიასახლისი, ისე ეპატიჟება ხალხს. ჰოდა, მე ამ ქალბატონს ყველა გვერდიდან დაბლოკილი ვყავარ, არადა წასვლას ვაპირებ და იქაც ბლოკებით იდგება? ვინც ჯერ კიდევ ხართ კონტაქტში, ეგებ ჰკითხოთ და გამაგებინოთ. თან იმდენი ვართ, რომ დაბლოკილთა მარშსაც „მოვხოდავდით“, რო რამე“, - წერს სარიშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31